
Fri 24 Jan
სტრატეგიული განვითარების გეგმის განხილვა ბრიტანელ პარტნიორებთან
ესექსის სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების (გაერთიანებული სამეფო) ვიზიტის ფარგლებში, ბრიტანელ პროფესორებთან ერთად გაიმართა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის განხილვა. შეხვედრისას ბრიტანელ პარტნიორებს წარედგინათ უნივერსიტეტის სამომავლო განვითარების ხედვა და მიზნები, რაც სტრატეგიის დაინტერესებულ მხარეთათვის გაცნობას და სტრატეგიული პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის გზების დასახვას ემსახურებოდა.