
Wed 5 Feb
კიბოს მსოფლიო დღე
კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ მოლეკულური ბიოლოგიის კვლევით ცენტრ ,,NV-Genetics''-ს ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, რომელიც კიბოს პრევენციის კუთხით ცნობიერების ამაღლებასა და დემოგრაფიულ ზრდას ემსახურება.
აგრეთვე, გაფორმდა მემორანდუმი „NV-Genetics"-ს, „EUROPA DONNA GEORGIA"-სა და კავკასიის ონკოსაზოგადოება HOPE-ს შორის, რაც გულისხმობს საქართველოში მცხოვრებ ონკოპაციენტთა უფლებებსა და მათთვის დიაგნოსტიკური კვლევების ხელმისაწვდომობაზე ზრუნვას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემების აღმოფხვრას.