Thu 20 Feb

„ნიუ ვიჟენ გენეტიკს"-მა ISO სერტიფიკატი მოიპოვა

„ნიუ ვიჟენ გენეტიკს"-ის ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია და მოიპოვა ISO 15189:2012/2015 სერტიფიკატი. ეს მნიშვნელოვანი მიღწევა ადასტურებს ლაბორატორიის სერვისების სრულ შესაბამისობას ხარისხის მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტებთან და აღიარებს მის მაღალ კომპეტენციას სამედიცინო-ლაბორატორიულ საქმიანობაში.

„ნიუ ვიჟენ გენეტიკს" საქართველოში პირველი მოლეკულური ლაბორატორიაა, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებს ადგილზე სთავაზობს სიმსივნის მოლეკულურ პროფილირებას თანამედროვე, შემდეგი თაობის სექვენირების (NGS) ტექნოლოგიით. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, მაქსიმალური სიზუსტით განისაზღვროს სიმსივნის მოლეკულური მახასიათებლები და შეირჩეს მკურნალობის ოპტიმალური სტრატეგია.