Mon 10 Feb

სამართლის ფილოსოფიის ახალი სახელმძღვანელო

2024 წლის დეკემბრის ბოლოს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გამოიცა სახელმძღვანელო სახელწოდებით - „სამართლის ფილოსოფია", რომლის ავტორია ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორი - თინათინ ერქვანია.

წიგნი შექმნილია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო კურსის ფარგლებში და წარმოადგენს მნიშვნელოვან აკადემიურ რესურსს როგორც სტუდენტების, ისე დარგით დაინტერესებული მკითხველისთვის.

სახელმძღვანელო დაიწერა საერთაშორისო სამართლისა და შედარებითი საჯარო სამართლის ჰაიდელბერგის მაქს-პლანკის ინსტიტუტში (MPIL Heidelberg), სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) ერთობლივი საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

სახელმძღვანელოს მიზანია შეავსოს ის ვაკუუმი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ლიტერატურის დეფიციტმა შექმნა ქართული სამართლის მეცნიერებაში.

აღსანიშნავია, რომ წიგნის გამოცემა განხორციელდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, რაც ხაზს უსვამს პროექტის მნიშვნელობას იურიდიული განათლების განვითარებისთვის საქართველოში.

სახელმძღვანელოს მიწოდებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მოგვწერეთ: პროფ. თინათინ ერქვანია, tierkvania@newvision.ge