
სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესები
2025 წლის 8-9 თებერვალს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესები გაიმართა.
შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო ათმა სტუდენტურმა გუნდმა. საწყის ეტაპზე, მონაწილე გუნდებს ჩაუტარდათ ტრენინგები სამართლებრივ წერაში, საპროცესო უნარებსა და მედიაციაში. რის შემდგომაც, თითოეულმა მონაწილე გუნდმა სამართლებრივი დასკვნა, სარჩელი და შესაგებელი მოამზადა.
იმიტირებულ პროცესებზე ექსპერტ-მსაჯებად მოწვეულნი იყვნენ პრაქტიკოსი იურისტები და მედიატორები, რომლებმაც შეჯიბრის მონაწილეებს დეტალური უკუკავშირი გაუზიარეს.
იმიტირებული პროცესების დასრულების შემდგომ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული გუნდები გამოვლინდა, რომელთაც სერტიფიკატები, სახელმძღვანელოები და ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.