Thu 6 Feb

სამართლის შემეცნებითი შეხვედრები მოსწავლეებთან

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტები აგრძელებენ საგანმანათლებლო ინიციატივას და მართავენ ინტერაქტიულ შეხვედრებს სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრების მთავარი მიზანია მოსწავლეებს გააცნონ სამართლის სფეროს აქტუალური საკითხები და მიმდინარე გამოწვევები.

თემატური შეხვედრები ტარდება დისკუსიის ფორმატში, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, აქტიურად ჩაერთონ განხილვაში და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო სამართლებრივ თემებზე. ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც გეგმავენ სამართლის მიმართულებით სწავლის გაგრძელებას.

ინტერაქტიული შეხვედრები ხელს უწყობს მოსწავლეების პროფესიულ ორიენტაციას და მათ უკეთ გააზრებას სამართლის სფეროში არსებული შესაძლებლობების შესახებ.

თუ თქვენს სკოლას სურს ამ საგანმანათლებლო ინიციატივაში მონაწილეობის მიღება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@newvision.ge