
Mon 10 Feb
სასკოლო ოლიმპიადის პირველი ტური
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს 2025 წლის სასკოლო ოლიმპიადის პირველი ტურის დაწყებას. წელს ოლიმპიადაში მონაწილეობას მთელი საქართველოდან 1000-მდე მოსწავლე მიიღებს.
ტურების ჩატარების განრიგი:
- 15 თებერვალი, 13:00 სთ - სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა);
- 15 თებერვალი, 15:00 სთ - მედია მიმართულება;
- 16 თებერვალი, 13:00 სთ - სამოქალაქო განათლება – სამართლებრივი საფუძვლები;
- 16 თებერვალი, 15:00 სთ - ესეების კონკურსი ინგლისურ ენაზე;
- 22 თებერვალი, 13:00 სთ - ბიზნესი-სამეწარმეო საფუძვლები.
დარეგისტრირებული მოსწავლეები ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ ტურში მონაწილეობის დეტალურ ინსტრუქციას.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებას!