Mon 24 Feb

სასერტიფიკატო კურსი

კურსის შესახებ

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, დიზაინერების თათა ვარდანაშვილისა და ანა ლაბაძის ხელმძღვანელობით, იწყებს რეგისტრაციას 6-თვიან სასერტიფიკატო კურსზე, რომელიც მოიცავს ტყავის ნამზადის სპეციალისტისა და ტანსაცმლის მკერავ-კონსტრუქტორის მიმართულებებს. კურსის უნიკალურობას განაპირობებს მისი ფოკუსი ეკოლოგიურად მდგრად მასალებსა და წარმოების მეთოდებზე, რაც თანხვედრაშია თანამედროვე მოდის ინდუსტრიის გამოწვევებთან. 

კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს და ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე. კურსის ოფიციალური პარტნიორია „Gruppo 17“ მილანი (იტალია) რომელიც წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმების გარანტორია.

საფასური

  • კურსის სრული ღირებულება: 1200 ლარი ყოველთვიური გადანაწილების შესაძლებლობით;
  • საწყისი გადასახადი: 200 ლარი;
  • შშმ პირებისთვის 50%-იანი ფასდაკლება.

შეფასება და დაფინანსება

სწავლების პირველი თვის შემდეგ ჩატარდება შუალედური გამოცდა იტალიელი სპეციალისტების მონაწილეობით და წარმატებულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ როგორც სრული დაფინანსება მომდევნო 5 თვის განმავლობაში, ისე შემდგომი დასაქმების შეთავაზება.

რეგისტრაცია

რეგისტრაცია მიმდინარეობს 24 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით.

პროგრამაზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს.