Fri 10 Jan

ზამთრის სკოლა „იურიდიული ეთიკა და პრაქტიკული უნარები“

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აცხადებს მიღებას იურიდიული ეთიკისა და პრაქტიკული უნარების ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

ზამთრის სკოლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3-მე-4 კურსის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს. 

ზამთრის სკოლა მოიცავს შემდეგ საკითხებს: 

  • იურიდიული ეთიკა;
  • სამართლებრივი წერა და არგუმენტაცია;
  • საპროცესო უნარები;
  • მოლაპარაკების უნარები. 

ზამთრის სკოლა ჩატარდება 15-19 თებერვალს, კახეთში, სასტუმრო „კაჭრეთის ამბასადორში“. მონაწილეთა ტრანსპორტირების, განთავსებისა და კვების ხარჯებს სრულად დაფარავს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა. 

ზამთრის სკოლაში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა არაუგვიანეს 31 იანვრისა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.