Wed 15 Jan

სასკოლო ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, ახალგაზრდა თაობის განათლების, განვითარებისა და სკოლებში სასწავლო პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სასკოლო ოლიმპიადას უკვე მეოთხე წელია უწევს ორგანიზებას.

ოლიმპიადის ზამთრის სეზონზე რეგისტრაცია იწყება 15 იანვარს და 1 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. მასში მონაწილეობა და საკუთარი ცოდნის გამოვლენა ყველა რეგიონის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს 5 ძირითადი მიმართულებით შეეძლებათ:

  • სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა);
  • ესეების კონკურსი ინგლისურ ენაზე;
  • სამოქალაქო განათლება – სამართლებრივი საფუძვლები;
  • ბიზნესი – სამეწარმეო საფუძვლები;
  • მედია მიმართულება.

ოლიმპიადის ფორმატი: ოლიმპიადის პირველი ტურები სკოლების და ასევე მოსწავლეთა საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება ონლაინ – მოსწავლის სამუშაო სივრცეში, ხოლო ოლიმპიადის დასკვნითი ტურები გაიმართება თბილისში – ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო კამპუსში (ნოდარ ბოხუას ქ. 11).

გამარჯვებულებს, მათი გამოცდილებისა და განვითარებისთვის შთამბეჭდავი პრიზები ელოდებათ წინ, კერძოდ:

  • სწავლის დაფინანასება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში;
  • „საგაზაფხულო სკოლაში“ გამგზავრება „უნივერსიტეტის ელჩის“ სტატუსით;
  •  გაცვლით პროგრამებში ჩართვა;
  • უცხოეთში სწავლება.
  • ანაზღაურებადი სტაჟირება უმსხვილეს ბიზნეს კომპანიაში და სხვა საინტერესო პრიზები.

ოლიმპიადაში მონაწილეობა უფასოა!

სარეგისტრაციო ფორმის შევსება შეეძლება როგორც სკოლას, ასევე თავად მოსწავლეს. რეგისტრაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ შემდედ ბმულს. 

გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციისას მოსწავლის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართის სისწორეზე პასუხისმგებელია უშუალოდ რეგისტრაციის განმახორციელებლი მოსწავლე. ამასთან ელექტრონულ ფოსტის მისამართად ნუ მიუთითებთ „icloud“ და „students.gov.ge“.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მონაწილეებისთვის

ოლიმპიადის ტურების ჩატარების თარიღები და დაწყების დრო გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და ეცნობებათ მონაწილეებს ინდივიდუალურად. ოლიმპიადის ტურების დაწყებამდე, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა,  სპეციალური ბმულის მეშვეობით  დაესწრონ საინფორმაციო შეხვედრებს და მიიღონ ოლიმპიადასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია.

ოლიმპიადაში მონაწილეობა ეზღუდება, უკვე ჩატარებული ოლიმპიადის ფინალისტს და/ან გამარჯვებულს. 

დამატებითი ინფორმაციისთვის: 577 559 779; 595 159 090.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ყველა მონაწილეს  უსურვებს წარმატებას!