
Fri 31 Jan
გამორჩეული ექიმების დაჯილდოება
2025 წლის 24 იანვარს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო კამპუსში ესექსის სამედიცინო საზოგადოებასთან თანამშრომლობით (გაერთიანებული სამეფო) გაიმართა გამორჩეული ექიმების დაჯილდოების საღამო და სამეცნიერო სიმპოზიუმი.
ბრიტანელმა პროფესორებმა ლექციები წაიკითხეს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, შემდეგ კი ნიუ ვიჟენ საუნივერაიტეტო ჰოსპიტალს ეწვივნენ საქმიანობის გაუმჯობესების რეკომენდაციების შესამუშავებლად.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გამორჩეული ექიმების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია, სადაც განსაკუთრებული პროფესიული მიღწევებისთვის ჯილდოები გადაეცათ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და ესექსის სამედიცინო საზოგადოების 30 გამორჩეულ ექიმს.