
მობილობის ვადები
2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, მობილობა გამოცხადდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:
საგანმანათლებლო პროგრამა |
საუნივერსიტეტო გამოცდის სახე |
გასაუბრება |
|
გასაუბრება |
|
გასაუბრება |
|
გასაუბრება |
|
გასაუბრება |
მობილობით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 2025 წლის 29 იანვრის 12:00 საათიდან - 7 თებერვლის 18:00 საათამდე სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე: https://students.emis.ge. მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება 12 თებერვალს.
სტუდენტები, რომლებიც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული პორტალის საშუალებით მოიპოვებენ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში მობილობის უფლებას, 2025 წლის 12 თებერვლიდან - 2025 წლის 18 თებერვლის ჩათვლით, ელექტრონულად წარმოადგენენ შემდეგ დოკუმენტებს:
- განცხადება;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ფოტოსურათი (3X4);
- საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი, რომლის საფუძველზეც პირი ჩაირიცხა უნივერსიტეტში;
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტები;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი;
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ინგლისური ენის „B2“ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე).
ინგლისური ენის ცოდნის სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში, სტუდენტებს უტარდებათ გამოცდა ინგლისურ ენაში (გარდა სამართლის საბაკალავრო პროგრამისა). სტუდენტს შეუძლია სათანადო საფუძვლის არსებობისას, გამოცდა დაწეროს ელექტრონულად.