Thu 12 Dec

გაცვლითი პროგრამა ვილდაუს ტექნიკურ უნივერსიტეტში

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, შერჩეული სტუდენტები 2025 წლის საგაზაფხულო სემესტრს ისწავლიან ვილდაუს გამოყენებითი მეცნიერებების ტექნიკურ უნივერსიტეტში, გერმანიაში.

კურსებისა და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად გთხოვთ, ეწვიოთ ვილდაუს გამოყენებითი მეცნიერებების ტექნიკური უნივერსიტეტის ვებ-გვერდს.

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე;
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე;
  • მაღალი აკადემიური მოსწრება;
  • საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და პიროვნული განვითარების მოტივაცია.

წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • CV ინგლისურ ენაზე;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ნიშნების ფურცელი (ტრანსკრიპტი);
  • ინგლისური ენის მინ. B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (არსებობის შემთხვევაში).

კანდიდატებმა განაცხადი და ყველა შესაბამისი დოკუმენტი უნდა გააგზავნონ ელ-ფოსტაზე ir@newvision.ge არაუგვიანეს 6 იანვრისა.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, რის შემდეგაც გამოვლინდება ორი აპლიკანტი.