Thu 10 Oct

გაცვლითი პროგრამა ზაარლანდის უნივერსიტეტში

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს Erasmus+ Key Action 171 გაცვლით პროგრამაზე ზაარლანდის უნივერსიტეტში, ზაარბრიუკენი, გერმანია.

პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტი ისწავლის ზაარლანდის უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (გაზაფხულის სემესტრი) და მიიღებს დაფინანსებას, რომელიც მოიცავს როგორც სამგზავრო, ისე ყოველთვიურ სტიპენდიას.

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამართლის მაგისტრატურის საფეხურზე;
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე;
  • უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება;
  • უნდა ჰქონდეს საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და პიროვნული განვითარების მოტივაცია.

წარსადგენი დოკუმენტაცია: კანდიდატებმა განაცხადი და ყველა შესაბამისი დოკუმენტი უნდა გააგზავნონ ელ-ფოსტაზე ir@newvision.ge არაუგვიანეს 6 იანვრისა:

  • CV ინგლისურ ენაზე;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ნიშნების ფურცელი (ტრანსკრიპტი);
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (არსებობის შემთხვევაში).

შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, რის შემდეგაც გამოვლინდება ერთი აპლიკანტი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: ელ-ფოსტა: ir@newvision.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: