გაცვლითი პროგრამა ზაარლანდის უნივერსიტეტში
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს Erasmus+ Key Action 171 გაცვლით პროგრამაზე ზაარლანდის უნივერსიტეტში, ზაარბრიუკენი, გერმანია.
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტი ისწავლის ზაარლანდის უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (გაზაფხულის სემესტრი) და მიიღებს დაფინანსებას, რომელიც მოიცავს როგორც სამგზავრო, ისე ყოველთვიურ სტიპენდიას.
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამართლის მაგისტრატურის საფეხურზე;
- კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე;
- უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება;
- უნდა ჰქონდეს საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და პიროვნული განვითარების მოტივაცია.
წარსადგენი დოკუმენტაცია: კანდიდატებმა განაცხადი და ყველა შესაბამისი დოკუმენტი უნდა გააგზავნონ ელ-ფოსტაზე ir@newvision.ge არაუგვიანეს 6 იანვრისა:
- CV ინგლისურ ენაზე;
- სამოტივაციო წერილი;
- ნიშნების ფურცელი (ტრანსკრიპტი);
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (არსებობის შემთხვევაში).
შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, რის შემდეგაც გამოვლინდება ერთი აპლიკანტი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: ელ-ფოსტა: ir@newvision.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: