Thu 26 Dec

„ნიუ ვიჟენ სასკოლო ოლიმპიადა 2024-2025"-ის ზამთრის სკოლა

„ნიუ ვიჟენ სასკოლო ოლიმპიადა 2024-2025"-ის ფარგლებში ბაკურიანში ჩატარდა ზამთრის სკოლა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან 32-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

ზამთრის სკოლაში გამოვლინდნენ ოლიმპიადის ხუთი მიმართულების გამარჯვებულები:

  • სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა);
  • ესეების კონკურსი ინგლისურ ენაზე;
  • სამოქალაქო განათლება – სამართლებრივი საფუძვლები;
  • ბიზნესი – სამეწარმეო საფუძვლები;
  • მედია მიმართულება.

სასწავლო პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. მონაწილეებმა:

  • შეისწავლეს ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარ-ჩვევები;
  • მოისმინეს ლექციები ევროინტეგრაციისა და ბიზნესის საკითხებზე;
  • მონაწილეობა მიიღეს შემეცნებით თამაშებში.

ყველა ფინალისტსა და გამარჯვებულს გადაეცა პრიზები და სერტიფიკატები.

„ნიუ ვიჟენ სასკოლო ოლიმპიადა 2025"-ის ზამთრის სეზონზე მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყება 2025 წლის 15 იანვრიდან, რომელიც ტრადიციულად „საგაზაფხულო სკოლით" დასრულდება.