Wed 16 Jan

პროფესორ-მასწავლებელთა ტრენინგი იურიდიული ეთიკის მიმართულებით

სამუშაო ჯგუფმა, ეთიკის კომისიის მოქმედი და ყოფილი წევრების, მოსამართლეების, პრაქტიკოსი ადვოკატების, მედიატორების, არბიტრებისა და იურიდიული ეთიკის სხვა ექსპერტების მონაწილეობით, შეიმუშავა იურიდიული ეთიკის სასწავლო კურსი სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის. კურსი მოიცავს ადვოკატთა, მოსამართლეთა, პროკურორთა, არბიტრთა და მედიატორთა პროფესიული ეთიკის საკითხებს. კურსის სალექციო ფორმატი აერთიანებს ინდივიდუალურ და ჯგუფურ სავარჯიშოებს, პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებასა და როლურ თამაშებს. ამ კურსის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილი სილაბუსისა და სასწავლო კურსის მასალების დაინტერესებული პირთათვის გასაცნობად, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი 2019 წლის 15-16 თებერვალს, ატარებს ტრენინგს პროფესორ-მასწავლებლებისთვის (TOT). ტრენინგის ფარგლებში მოხდება შექმნილი სილაბუსისა და სასწავლო კურსის მასალების გაზიარება უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებისთვის, ხოლო მიღებული უკუკავშირი აისახება კურსის საბოლოო დოკუმენტებში. ტრენინგი ჩატარდება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, მისამართზე ქ. თბილისი, ევ. მიქელაძის 1ა. ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან (სასურველია თითოეული უნივერსიტეტიდან 2 პირის მონაწილეობა). რეგიონებიდან ჩამოსული მონაწილეების ხარჯებს (მგზავრობა, სასტუმრო, კვება) ანაზღაურებს ტრენინგის ორგანიზატორი - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 2019 წლის 30 იანვრისა. ადგილები შეზღუდულია და ტრენინგში მონაწილეობის მიღების საშუალება მიეცემა იმ 16 პროფესორ მასწავლებელს, რომელიც პირველი დარეგისტრირდება. სასწავლო კურსი შემუშავდა  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).