Sun 17 Feb

პროფესორ-მასწავლებელთა ტრენინგი იურიდიული ეთიკის მიმართულებით

15-16 თებერვალს, უნივერსიტეტში ჩატარდა პროფესორ-მასწავლებელთა ტრენინგი (TOT) იურიდიული ეთიკის სასწავლო კურსის სილაბუსისა და მასალების დაინტერესებული პირთათვის გაცნობის მიზნით. ტრენინგის ფარგლებში გაზიარებული იდეები და უკუკავშირი აისახება სილაბუსის საბოლოო ვერსიაში. ტრენინგში მონაწილეობა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებმა მიიღეს. კურსი განკუთვნილია სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის და მოიცავს ადვოკატთა, მოსამართლეთა, პროკურორთა, არბიტრთა და მედიატორთა პროფესიული ეთიკის საკითხებს. სილაბუსი შემუშავდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების სამუშაო ჯგუფის მიერ, ეთიკის კომისიის მოქმედი და ყოფილი წევრების, მოსამართლეების, პრაქტიკოსი ადვოკატების, მედიატორების, არბიტრებისა და იურიდიული ეთიკის სხვა ექსპერტების მონაწილეობით. პროექტი განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).