![](https://api.newvision.ge//media/qr4pqzmi/kuteisi_0-0-0-0-0-1562656664.jpg)
Sun 9 Jun
იურიდიული ეთიკის მიმართულების წარმომადგენელთა ვიზიტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
8 ივნისს, უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს (ქ. ქუთაისი) ეწვივნენ.
შეხვედრის ფარგლებში უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა იურიდიული ეთიკის კურსის გაძლიერებასა და ხელშეწყობაზე იმსჯელეს. ამ მიზნით იურიდიული ეთიკის თანამშრომლებმა სასწავლო მასალები და დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქუთაისის უნივერსიტეტის იურიდიულ კლინიკაში იურიდიული ეთიკის მიმართულების შექმნის საკითხი.
სამუშაო შეხვედრა გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის მეშვეობით - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).