Tue 30 Apr

საჯარო ლექცია თემაზე მტკიცების სტანდარტი და მტკიცების ტვირთის გადანაწილება ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის დისციპლინურ წარმოებაში

30 აპრილს, უნივერსიტეტში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის აპარატის უფროსი იურისტისა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეთიკის მიმართულების მკვლევრის, თამარ ხუბულურის საჯარო ლექცია გაიმართა. საჯარო ლექციის თემა იყო: მტკიცების სტანდარტი და მტკიცების ტვირთის გადანაწილება ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის დისციპლინურ წარმოებაში. ლექცია გაიმართა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით, USAID/PROLoG - კანონის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.