![](https://api.newvision.ge//media/ziyd4y0a/img_4191-0-0-0-0-1579155803.jpeg)
Mon 11 Nov
საჯარო ლექცია თემაზე - „ადვოკატის როლი და ეთიკის მნიშვნელობა იურიდიულ პროფესიაში“
2019 წლის 25 ნოემბერს, დაიგეგმა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი აქტივობა - საჯარო ლექცია. ლექცია გაიმართება თემაზე - „ადვოკატის როლი და ეთიკის მნიშვნელობა იურიდიულ პროფესიაში“. საჯარო ლექციას გაუძღვება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი - ანა ლორია.
საჯარო ლექციაზე დასწრება შეუძლიათ იურიდული ფაკულტეტის სტუდენტებს, პრაქტიკოს იურისტებსა და სხვა დაინტერესებული პირებს.
საჯარო ლექცია გაიმართება 25 ნოემბერს, 14:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
საჯარო ლექციის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის ფარგლებში - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG).