Mon 2 Sep

შეხვედრა პროფესორ-მასწავლებლებთან სამაგისტრო პროგრამის სილაბუსის გაზიარებისათვის პროფესიულ ეთიკაში

იურიდიული ეთიკის მიმართულების სამუშაო ჯგუფმა, ეთიკის კომისიის მოქმედი, ყოფილი წევრების, პრაქტიკოსი ადვოკატების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით შეიმუშავა იურიდიული ეთიკის სასწავლო კურსი ამჯერად უკვე სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG). კურსი მოიცავს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის საკითხებს. კურსის სალექციო ფორმატი აერთიანებს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე ინდივიდუალურ და ჯგუფურ სავარჯიშოებს, პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებასა და როლურ თამაშებს. სამაგისტრო საფეხურისათვის განკუთვნილ სილაბუსში მეტი აქტენტია გაკეთებული საერთაშორისო კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე ადვოკატთა პროფესიული ეთიკის დარგში. კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობის შედარებით ანალიზი. აღნიშნული კურსის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობისა და მომზადებული სილაბუსის პროფესორ-მასწავლებლებისთვის გაზიარების მიზნით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, 2019 წლის 23 სექტემბერს 18:30სთ-დან - 21:00სთ-მდე, გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, მისამართზე ქ. თბილისი, ევ. მიქელაძის 1ა.  შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორებსა და მოწვეულ ლექტორებს, რომლებიც დაინტერესებული არიან იურიდიული ეთიკის სწავლებით.  გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 სექტემბერი