Thu 16 Dec
სამუშაო შეხვედრა პროფესორებისათვის იურიდიული ეთიკის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით, 2021 წლის 16 დეკემბერს, გაიმართა სამუშაო შეხვედრა იმ პროფესორთათვის, რომლებიც ჩართულნი არიან იურიდიული ეთიკის სწავლებაში. შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესორები, რომლებიც იურიდიული ეთიკის კურსს უძღვებიან შემდეგ უნივერსიტეტებში:
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი;
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი;
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
საქართველოს უნივერსიტეტი;
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი;
ევროპის უნივერსიტეტი; და
კავკასიის უნივერსიტეტი.
შეხვედრას უძღვებოდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი ქ-ნი ანა ლორია. შეხვედრაზე განხილულ იქნა იურიდიული ეთიკის ახალი სახელმძღვანელოს სტრუქტურა და სწავლების მეთოდები და გზები თუ როგორ უნდა მოხდეს ახალი სახელმძღვანელოს ინტეგრირება იურიდიული ეთიკის სწავლების/სწავლის პროცესში.
იურიდიული ეთიკის სახელმძღვანელო შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის ფარგლებში – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) და მათი მხარდაჭერის შედეგად.