Wed 1 Dec

დისტანციური პრაქტიკული კურსი იურიდიული ეთიკის კლინიკაში

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება აცხადებს კონკურსს იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის მესამე, მეოთხე კურსის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის იურიდიული ეთიკის კლინიკის სამ თვიან კურსში (2022 წლის იანვარი – მარტი) მონაწილეობის მისაღებად. კურსის ფორმატი იქნება დისტანციური, რაც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს სხვადასხვა რეგიონიდან ჩაერთონ კლინიკის საქმიანობაში. იურიდიული ეთიკის პრაქტიკულ კურსს გაუძღვება ქ-ნი ანა ლორია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის არჩეული წევრი, ადვოკატი, იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი. იურიდიული ეთიკის კლინიკის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ძირითად პრინციპებსა და სტანდარტებს; შეისწავლონ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის პრაქტიკა, რომელიც ადვოკატთა პროფესიულ ეთიკას უკავშირდება. სტუდენტები შეიმუშავებენ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების მოკლე მიმოხილვებს, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების მოკლე მიმოხილვებს, რომლებიც განთავსდება იურიდიული ეთიკის მიმართულების ონლაინ პლატფორმაზე და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. კლინიკის ფარგლებში, სტუდენტები ასევე დაეუფლებიან გადაწყვეტილების/რეკომენდაციების წერის უნარებს. იურიდიული ეთიკის კლინიკის კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი. დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა 2021 წლის 20 დეკემბრამდე