Tue 10 Dec
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმოხილვა
2024 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს, იურიდიული დახმარების ცენტრმა გამართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმოხილვა.
ღონისძიების ფარგლებში, ცენტრის პრაქტიკანტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ძირითად უფლებებზე. მიმოხილვა მოიცავდა ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორებიცაა: სიცოცხლის უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება და საკუთრების უფლება.
პრეზენტაციების მეშვეობით დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა, გაცნობოდა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალსა და იმ სტანდარტებს, რომლებიც სასამართლომ აღნიშნულ უფლებებთან მიმართებით დაადგინა.