Thu 4 Jun

ონლაინ საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე - „ინტერესთა კონფლიქტი და ინფორმირებული თანხმობის მნიშვნელობა“

4 ივნისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე - „ინტერესთა კონფლიქტი და ინფორმირებული თანხმობის მნიშვნელობა“. ლექციას უძღვებოდა თამარ ხუბულური, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების მკვლევარი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის უფროსი იურისტი. ონლაინ საჯარო ლექციის ფორმატში, ქალბატონმა თამარმა განიხილა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის სრული შემადგენლობის მიერ დადგენილი ახალი სტანდარტი, რომელიც ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში ერთი ადვოკატის მხრიდან კონფლიქტში მყოფი პირების წარმომადგენლობას უკავშირდება. ღონისძიებას დაესწრნენ და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა, პრაქტიკოსმა იურისტებმა და ადვოკატებმა. ონლაინ ლექციის ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. ღონისძიება გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).