კვი, 17 ოქტ. 2021

იმიტირებული დისციპლინური პროცესები ადვოკატთა პროფესიულ ეთიკაში

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება აცხადებს სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას ადვოკატთა პროფესიული ეთიკის იმიტირებულ დისციპლინურ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2021 წლის 27-28 ნოემბერს. იმიტირებულ დისციპლინურ პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის როგორც ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის, ასევე მაგისტრატურის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებიც არ არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატები. გუნდი უნდა შედგებოდეს სამი ან ოთხი წევრისაგან/სტუდენტისაგან. შერჩევის პროცესში უპირატესობა ენიჭება პირველად რეგისტრირებულ 10 გუნდს, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. სასურველია გუნდს ჰყავდეს მწვრთნელი/ქოუჩი. შერჩეული გუნდები საკუთარ პოზიციას წარმოადგენენ ეთიკის კომისიის იმიტირებულ დისციპლინურ პროცესზე. იმიტირებული პროცესები ჩატარდება 2 ეტაპად: პირველადი რაუნდების შემდეგ, ფინალისთვის შეირჩევა ოთხი გუნდი. ფინალში გადასული გუნდების სპეციალური ნომინაციებისა და ჯილდოების შესახებ ცნობილი გახდება უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიის მიმდინარეობისას, ფინალური რაუნდის დასრულების შემდეგ. იმიტირებული პროცესები Covid-19-ით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გაიმართება ონლაინ რეჟიმში. გუნდებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოგზავნონ 2021 წლის 1-ლი ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] იმიტირებული პროცესების წესები დეტალურად იხილეთ ბმულზე: https://legalethicschair.newvision.ge/themes/lec/assets/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%202021.pdf სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე: https://legalethicschair.newvision.ge/themes/lec/assets/%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9D%20%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90.pdf