Thu 10 Oct
ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ეროვნული შეჯიბრი
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება ატარებს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ეროვნულ შეჯიბრს, რისთვისაც იწყებს გუნდების რეგისტრაციას. შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის როგორც ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის, ასევე მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
გუნდი უნდა შედგებოდეს ოთხი წევრისაგან/სტუდენტისაგან. შერჩევის პროცესში უპირატესობა ენიჭება პირველად რეგისტრირებულ 10 გუნდს, აქედან 8 გუნდი შეირჩევა თბილისიდან, ხოლო 2 გუნდი - რეგიონებიდან. გუნდის წევრი არ შეიძლება იყოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. რეგიონებიდან ჩამოსული გუნდების ხარჯებს (მგზავრობა, სასტუმრო) ანაზღაურებს შეჯიბრის ორგანიზატორი.
შერჩეული გუნდები საკუთარ პოზიციას წარმოადგენენ ეთიკის კომისიის იმიტირებულ პროცესზე. შეჯიბრი ტარდება 2 ეტაპად: პირველი იმიტირებული პროცესის შემდეგი ფინალისთვის შეირჩევა ოთხი გუნდი. ფინალში გამოვლინდება 1-ელ, მე-2, მე-3 და მე-4 ადგილზე გასული გუნდები, რომლებიც დაჯილდოვდებიან.
იმიტირებულ პროცესზე გუნდებს შეაფასებენ მოწვეული მსაჯები. მსაჯები შეირჩევიან პრაქტიკოსი იურისტების და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ექსპერტების შემადგენლობიდან.
გუნდებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოგზავნონ 2019 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: legalethicschair@newvision.ge
შეჯიბრის წესები დეტალურად იხილეთ ბმულზე.