Sun 1 Dec
სტუდენტური იმიტირებული შეჯიბრი ადვოკატთა პროფესიულ ეთიკაში
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში 1-ელ დეკემბერს დასრულდა სამდღიანი სტუდენტური იმიტირებული შეჯიბრი ადვოკატთა პროფესიულ ეთიკაში. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა. პირველ ეტაპზე წარმოდგენილი იყო 8 სტუდენტური გუნდი, საბოლოო ეტაპზე კი ფინალში გადასულმა ოთხმა გუნდმა იასპარეზა. მონაწილე გუნდებს აფასებდნენ პროფესიული ეთიკის სფეროში მოღვაწე მოწვეული ექსპერტ-მსაჯები. სამართლიანი და მიუკერძოებელი შეფასების მიზნებიდან გამომდინარე მსაჯებისათვის წინასწარ ცნობილი არ იყო მონაწილე გუნდების უნივერსიტეტების შესახებ.
ორგანიზატორების გადაწყვეტილებით საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები არ გამოვლენილან და ფინალისტ გუნდებს გადაეცათ სერტიფიკატები სხვადასხვა ნომინაციებში. ეს მიდგომა გამოხატავს უნივერსიტეტის კონცეფციას ხელი შეუწყოს იმიტირებულ შეჯიბრებში საგანმანათლებლო მიზნებით მონაწილეობის იდეის პოპულირაზაციას.
შეჯიბრი გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).