Thu 30 Jan

კინოჩვენება და დისკუსია - „სჯობს დაურეკოთ სოლს“ (ადვოკატის დისციპლინირება)

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულებამ 30 იანვარს რიგით მეორე კინოჩვენებასა და დისკუსიას უმასპინძლა. სესიის ფარგლებში ნაჩვენები იქნა ადვოკატის დისციპლინირების პროცედურა და ინტერვიუ ეთიკის კომისიასთან პოპულარული ამერიკული სერიალიდან - „სჯობს დაურეკოთ სოლს“ (მე-3 სეზონი, მე-5 აპიზოდი; მე-4 სეზონი, მე-9 ეპიზოდი). სერიალი მოგვითხრობს სისხლის სამართლის ადვოკატ ჯეიმს მაკგილზე, რომლის საინტერესო, დრამატული და ამავდროულად კომიკური ტრანსფორმაცის მოწმენი ვხდებით სოლ გუდმენად. მოცემულ ეპიზოდებში ნაჩვენები იყო ადვოკატის დისციპლინირების პროცესი, დისციპლინირების მიზანი და მხარეთა უფლებები დისციპლინური წარმოებისას; ასევე, ადვოკატის სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებული კომუნიკაცია ეთიკის კომისიასთან. კინოჩვენების შემდგომ გაიმართა დისკუსია, რომელსაც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების თანახელმძღვანელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი და იურისტი ანა ლორია უძღვებოდა. დისკუსიის ფორმატში განხილულ იქნა სერიებში დასმულ პრობლემატიკა და ადვოკატის დისციპლინირების პროცესი ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოში.