Wed 19 Feb

სამართლებრივი დებატები თემაზე - „გამოხატვის თავისუფლება პროფესიულ ეთიკაში“

2020 წლის 28 თებერვალს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით გაიმართება სამართლებრივი დებატები თემაზე - „გამოხატვის თავისუფლება პროფესიულ ეთიკაში“. დებატებში მონაწილეობას მიიღებენ ქეთევან მესხიშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე და ირაკლი კორძახია - ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ექსპერტი. დებატებზე დასწრება და დისკუსიაში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდული ფაკულტეტის სტუდენტებს, პრაქტიკოს იურისტებს, აკადემიური წრის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებული პირებს. სამართლებრივი დებატები გაიმართება 28 თებერვალს 19:00 საათზე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში (მის: ევ. მიქელაძის 1ა). დებატები ხორციელდება იურიდიული ეთიკის მიმართულების პროექტის ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის ფარგლებში - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG).