Wed 4 Mar
სამართლებრივი დებატები თემაზე - „გამოხატვის თავისუფლება პროფესიულ ეთიკაში“
2020 წლის 28 თებერვალს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით გაიმართა სამართლებრივი დებატები თემაზე - „გამოხატვის თავისუფლება პროფესიულ ეთიკაში“. დებატებში მონაწილეობა მიიღეს ქეთევან მესხიშვილმა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ და ირაკლი კორძახიამ - ადვოკატმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრმა, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ექსპერტმა.
დებატებსა და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს როგორც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, ასევე, პრაქტიკოსმა იურისტებმაც.
დებატები გაიმართა იურიდიული ეთიკის მიმართულების ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის ფარგლებში - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG).