Mon 2 Dec

შთააგონე ზრუნვა - ღირებულებებზე დაფუძნებული უმაღლესი განათლება

უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის ჟურნალის - IAU Horizons უახლესი გამოცემის “The University Shaping Values and Shaped By Values” თემა საუნივერსიტეტო პრაქტიკასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ღირებულებებისა და პრინციპების ინტეგრაციაა. საერთაშორისო უნივერსიტეტების ლიდერები განიხილავენ უმაღლესი განათლების ფუნდამენტურ ღირებულებებს და მათ მნიშვნელობას.

გამოცემაში წარმოდგენილია სტატია ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორისა და თანადამფუძნებლის, დავით კერესელიძისა და განათლების სკოლის დეკანის, ასოც. პროფ. თინათინ გაბრიჩიძის თანაავტორობით.  ნაშრომში გაანალიზებულია ისეთი საკითხები, როგორიცაა განათლების როლი ადამიანის თავისუფალ განვითარებაში, მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობაში, საზოგადოებრივი ღირებულებების ფორმირებასა და ღირებულებებზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების როლი დადებითი საზოგადოებრივი ცვლილებების ხელშეწყობაში.

სტატიაში ასევე წარმოდგენილია ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გამოცდილება მისი სლოგანის, „შთააგონე ზრუნვა“ - პრაქტიკაში რეალიზებისა და დადებითი ცვლილებების ხელშეწყობისთვის.

ჟურნალის სრული გამოცემა ხელმისაწვდომია მიბმულ დოკუმენტში.