Sun 29 Dec

სტატიების კონკურსი

უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულება აცხადებს კონკურსს სტატიების მიღებაზე ადვოკატთა პროფესიული ეთიკის საკითხების შესახებ. სტატია უნდა შეიქმნას შემდეგ თემატიკაზე: ადვოკატთა პროფესიული ეთიკის სფეროში არსებული აქტუალური საკითხები ან ეთიკის კომისიის ან/და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების ანალიზი. წარმოდგენილი ნაშრომებიდან შერჩეული საუკეთესო კვლევები გამოქვეყნდება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ვებგვერდზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესორ-მასწავლებლებს, პრაქტიკოს იურისტებს, ადვოკატებს, ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს. პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG). ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 5 მარტი. ნაშრომები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელქტრონულ ფოსტაზე: legalethicschair@newvision.ge