
2022 წლის ლიტერატურული კონკურსი „წლის დეტექტივი“

უნივერსიტეტი აცხადებს რიგით მეორე, 2022 წლის ლიტერატურულ კონკურსს დეტექტიური ჟანრის ორიგინალური ნაწარმოების შექმნაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. კონკურსის მიზანია საქართველოში დეტექტიური ჟანრის განვითარების ხელშეწყობა და მის მიმართ საზოგადოების ფართო ნაწილში ინტერესის გაღვივება. ჟიურის მიერ მოწონებული ნაწარმოებები დაიბეჭდება უნივერსიტეტის გამომცემლობაში, შესაძლებელია მათი სასწავლო პროცესში ინტეგრირება, ხოლო სცენარი – ფილმს დაედოს საფუძვლად.
მონაწილეთა წასახალისებლად გათვალისწინებულია შემდეგი ნომინაციები და პრემიები:
• „წლის დეტექტივი“ – 3000 ლარი;
• „საუკეთესო პერსონაჟი“ – 2500 ლარი;
• „საუკეთესო სიუჟეტი“ – 2500 ლარი.
კონკურსის დებულების თანახმად, ნაშრომი ქართულ ენაზე უნდა იყოს შესრულებული და აღემატებოდეს 8000 სიტყვას. ნაწარმოების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 1 მაისი.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წესებსა და დებულებას ბმულზე: https://newvision.ge/geo/2021-2/