2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები
მობილობით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 2022 წლის 28 იანვრიდან - 2022 წლის 08 თებერვლის 18:00 საათამდე სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე: https://students.emis.ge/
2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, მობილობა გამოცხადდა შემდეგ საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე:
საგანმანათლებლო პროგრამა | წლიური საფასური | საუნივერსიტეტო გამოცდის სახე |
სამართალი | 2 250 ლარი* | გამოცდა სპეციალობაში |
ბიზნესის ადმინისტრირება | 12 250 ლარი* | გასაუბრება |
პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები | 5 000 ლარი* | გასაუბრება |
მედიცინა | 17 500 ლარი* | გამოცდა სპეციალობაში |
*სახელმწიფო გრანტის (50%, 70% ან 100%) არსებობის შემთხვევაში სტუდენტი სრულად თავისუფლდება სწავლის საფასურის გადახდისგან.
სტუდენტები, რომლებიც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული პორტალის საშუალებით მოიპოვებენ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში მობილობის უფლებას, 2022 წლის 11 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით, ელექტრონულად წარმოადგენენ შემდეგ დოკუმენტებს:
- განცხადება;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ფოტოსურათი (3X4);
- საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი, რომლის საფუძველზეც პირი ჩაირიცხა უნივერსიტეტში;
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტები;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი;
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ინგლისური ენის „B2“ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე).
ინგლისური ენის ცოდნის სერთიფიკატის არ ქონის შემთხვევაში, სტუდენტებს უტარდებათ გამოცდა ინგლისურ ენაში, რომელიც დანიშნულია 15 თებერვალს 18:00 სთ-ზე უნივერსიტეტის ეკო-კამპუსში (ბოხუას 11). სტუდენტს შეუძლია სათანადო საფუძვლის არსებობისას, გამოცდა დაწეროს ელექტრონულად ან სხვა დღეს.
სპეციალობის გამოცდები ტარდება 16 თებერვალს 12:00 სთ-ზე, ხოლო გასაუბრებები - 17 თებერვალს 18:00 სთ-ზე უნივერსიტეტის ეკო-კამპუსში (ბოხუას 11).