2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები
მობილობით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 2021 წლის 16აგვისტოდან - 2021 წლის 30 აგვისტოს 18:00 საათამდე სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე: https://students.emis.ge/
2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, მობილობა გამოცხადდა შემდეგ საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე:
საგანმანათლებლო პროგრამა | წლიური საფასური | საუნივერსიტეტო გამოცდის სახე |
სამართალი | 2 250 ლარი* | გამოცდა სპეციალობაში |
ბიზნესის ადმინისტრირება | 12 250 ლარი* | გასაუბრება |
პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები | 5 000 ლარი* | გასაუბრება |
მედიცინა | 17 500 ლარი* | გამოცდა სპეციალობაში |
სტომატოლოგია | 15 000 ლარი* | გამოცდა სპეციალობაში |
*სახელმწიფო გრანტის (50%, 70% ან 100%) არსებობის შემთხვევაში სტუდენტი სრულად თავისუფლდება სწავლის საფასურის გადახდისგან.
სტუდენტები, რომლებიც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული პორტალის საშუალებით მოიპოვებენ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში მობილობის უფლებას, 2021 წლის 02 სექტემბრიდან 09 სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონულად წარმოადგენენ შემდეგ დოკუმენტებს:
- განცხადება;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ფოტოსურათი (3X4);
- საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი, რომლის საფუძველზეც პირი ჩაირიცხა უნივერსიტეტში;
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტები;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი;
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ინგლისური ენის „B2“ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე).
ინგლისური ენის ცოდნის სერთიფიკატის არ ქონის შემთხვევაში, სტუდენტებს უტარდებათ გამოცდა ინგლისურ ენაში, რომელიც დანიშნულია 10 სექტემბერს 18:00 სთ-ზე უნივერსიტეტის ეკო-კამპუსში (ბოხუას 11). სტუდენტს შეუძლია სათანადო საფუძვლის არსებობისას, გამოცდა დაწეროს ელექტრონულად ან სხვა დღეს.
სპეციალობის გამოცდები ტარდება 11 სექტემბერს 12:00 სთ-ზე, ხოლო გასაუბრებები - 13 სექტემბერს 18:00 სთ-ზე უნივერსიტეტის ეკო-კამპუსში (ბოხუას 11).