Thu 24 Jun

შრომის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესები

დასრულდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული შრომის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესები.

პროექტის დასკვნით ეტაპზე მონაწილე გუნდებს გადაეცათ სერთიფიკატები სხვადასხვა ნომინაციებში. ასევე, პროექტის სპონსორებისგან გადაეცათ სპეციალური პრიზები. კერძოდ: 

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისგან თითოეულმა მონაწილემ მიიღო სიმბოლური პრიზები. 

USAID-PROLoG - Promoting Rule of Law in Georgia Activity - თითოეულ სტუდენტს გადასცა იურიდიული ლიტერატურა.

იურიდიული ფირმა კაისა caissa (@ucha dzimistarashvili) -  ერთ რჩეულ სტუდენტს შესთავაზა სტაჟირება. 

"ნათია წკეპლაძისა და ალექსანდრე იოსელიანის იურიდიული ფირმა" -  ერთ რჩეულ სტუდენტს შესთავაზა სტაჟირება.

საადვოკატო ბიურო "თორაძე და პარტნიორები" - "საუკეთესო წარმომადგენლის" ნომინაციაში გამარჯვებული სტუდენტი დააჯილდოვა ქინდლით, ხოლო ორი რჩეული გუნდი "ბიბლუსის" ფულადი ვაუჩერებით.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული მედიაციის ინტენსიურ კურსში მონაწილების შეთავაზება მიიღო პროექტის შვიდმა სტუდენტმა.

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ შრომის სამართლის კომენტარებზე მკვლევარ-ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის შეთავაზება მიიღო პროექტის რამდენიმე მონაწილემ.