Thu 12 May

სასერთიფიკატო კურსი ფარმაცევტულ სამართალში

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი გთავაზობთ სასერთიფიკატო კურსს ფარმაცევტულ სამართალში, რომელიც განკუთვნილია ფარმაცევტებისთვის, აფთიაქის მენეჯერებისთვის, ფარმაცევტულ სფეროში დასაქმებული იურისტებისა თუ სხვა პროფესიონალებისთვის. 

კურსის მიზანია მსმენელისათვის ფარმაცევტულ სფეროში საჭირო, მნიშვნელოვანი სამართლებრივი დეტალების გაცნობა და კვალიფიკაციის ამაღლება ფარმაცევტული სამართლის მიმართულებით.

კურსის ფარგლებში განსახილველი საკითხები მოიცავს ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს  ბაზარზე დაშვებას, ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხის სახელმწიფო კონტროლს, ფარმაცევტული სფეროს მარეგულირებელ  კანონმდებლობასა და უახლეს ცვლილებებს. 

კურსს უძღვება გიორგი გლუნჩაძე - მოქმედი პრაქტიკოსი იურისტი ფარმაცევტული სამართლის მიმართულებით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის  სამართლის მაგისტრი და სამართლის დოქტორანტი ფარმაცევტული სამართლის  მიმართულებით. 

  • კურსის ხანგრძლივობა: 15 საკონტაქტო საათი (1 შეხვედრის ხანგრძლივობა - 3 საათი). კურსი განხორციელდება ყოველ შაბათ დღეს,  04 ივნისიდან 02 ივლისის ჩათვლით;
  • კურსის განხორციელების ადგილი: ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო კამპუსი;
  • ენა: ქართული;
  • ღირებულება: 200 ლარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, 31 მაისამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.


საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: info@newvision.ge
ტელეფონი: (032) 2 424440
მისამართი: ნ. ბოხუას 11