Thu 8 Jul

საბაკალავრო პროგრამა ექთანი-მენეჯერებისთვის - ღია კარის დღე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში

ორშაბათს, 12 ივლისს, 18:00 სთ-ზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გაიმართება ღია კარის დღე. მედიცინის სკოლა და კლინიკური უნარების ლაბორატორია საექთნო საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას გამართავენ აბიტურიენტებისთვის, ექთნებისთვის, კლინიკების ხელმძღვანელი პირებისთვის და ჯანდაცვის სფეროთი დაინტერესებული პირებისათვის.