Fri 20 May
მიღება სარეზიდენტო პროგრამაზე „ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია“
უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე – „ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია“.
- ადგილების რაოდენობა: 4
- რეზიდენტობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება სარეზიდენტო პროგრამაზე დაშვების შესახებ;
- პირადობის მოწმობის დამადასტურებელი ასლი;
- უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებლი დოკუმენტის – დიპლომის ასლი;
- ავტობიოგრაფია (CV);
- ორი ფოტოსურათი (ზომა – 3×4);
- ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან ცნობა (მოწმობა ძალაშია გაცემიდან 3 წლის მანძილზე).
მიღება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- განაცხადებების განხილვა;
- შერჩეული კანდიდატებთან გასაუბრება (ინგლისური ენის ფლობა უპირატესობაა);
- შერჩეული კანდიდატების გამოვლენა.
საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 15 ივლისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა №11 ან ელექტრონულად, მისამართზე – residency@newvision.ge.