Tue 11 Oct

მიღება რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე – კლინიკური ონკოლოგია

ა(ა)იპ “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი” აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე – კლინიკური ონკოლოგია.

ადგილების რაოდენობა: 1

რეზიდენტობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება სარეზიდენტო პროგრამაზე დაშვების შესახებ;
  • პირადობის მოწმობის დამადასტურებელი ასლი;
  • უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებლი დოკუმენტი – დიპლომი (დიპლომის ასლი);
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • ორი ფოტოსურათი (ზომა – 3×4);
  • ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან ცნობა (მოწმობა ძალაშია გაცემიდან 3 წლის მანძილზე).

მიღება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • განაცხადების განხილვა;
  • შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
  • გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა.

საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონულად, მისამართზე –residency@newvision.ge.