Wed 23 Jun

ლიტერატურული კონკურსი „წლის დეტექტივი" დასასრულს უახლოვდება

გრძელდება ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „წლის დეტექტივი".

საკონკურსო ნაწარმოებები 103 ავტორმა თბილისის გარდა, მცხეთიდან, დედოფლისწყაროდან, ახალციხიდან, გორიდან, ხაშურიდან, ბოლნისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან და ფოთიდან წარადგინა.

ყველაზე პატარა მონაწილე 16 წლის, ხოლო უხუცესი 74 წლის არის. ერთი ავტორი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ჩაერთო კონკურსში. 

ჟიურიმ 11 ფინალისტი გამოავლინა.

გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართება შაბათს, 26 ივნისს, 16:00 საათზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო-კამპუსში.