Sun 13 Mar

ინტენსიური ტრენინგი კლინიკურ სასამართლო ექსპერტიზაში

15-16 მარტს, 13:00-დან 15:00 საათამდე, Audimax-ში, მედიცინის სტუდენტებისთვის ჩატარდება ინტენსიური ტრენინგი კლინიკურ სასამართლო ექსპერტიზაში.

ჯგუფს გაუძღვება დოქტორი იზაბელა კლასინჩი, მოწვეული ექსპერტი გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტიდან (ავსტრია).

სწავლების პროცესში, მონაწილეები შეძლებენ სხვადასხვა მიმართულებით ფუნდამენტური გააზრების დაუფლებას -  განასხვავებენ ძალადობის სხვადასხვა ტიპებს და მათ მორფოლოგიურ მოვლენებს, ამოიცნობენ ძალადობის შესაძლო წყაროებს, შეიძენენ საბაზისო ცოდნას ძალადობის კვალის დოკუმენტაციისა და შენარჩუნების შესახებ.

იზაბელა კლასინკი გახლავთ სასამართლო ექსპერტი და უფროსი მეცნიერი გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტში. ასევე, იგი იკავებს მკვლევარის პოზიციას, ლუდვიგ ბოცმანის ინტიტუტში.