ჟურნალის შესახებ
ჟურნალი „ქართულის სამართლის მიმოხილვა არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის პერიოდული ორენოვანი გამოცემა, რომლიც მან, 2015 წლიდან, გადაიბარა და განაახლა ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრისაგან (Georgian European Policy and Legal Advice Center (GEPLAC)). ჟურნალმა, 1998-2008 წლებში, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეროვნული კანონმდებლობის ევროპულთან დაახლოების პროცესში, სხვადასხვა სამართლებრივი ტენდენციის ღრმა ანალიზის გზით.
ეს საქმიანობა უნივერსიტეტსა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს კოლაბორაციის ფარგლებში ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ერთ-ერთი გამოხატულება იყო და ახლაც გრძელდება საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე საპარლამეტო სტრუქტურებთან თანამშრომლობით.