გამოქვეყნებულ მასალაში ცვლილებები, გამოთხოვა
გამოქვეყნების შემდეგ, ცვლილებების შესაძლებლობის მინიმუმამდე დასაყვანად, ავტორს ეგზავნება რედაქტირებული ტექსტი და შესაბამისი მეტა-მონაცემები საბოლოო გადამოწმებისთვის.
გამოქვეყნების შემდეგ, მცირედი, ტექნიკური კორექცია ხდება ჟურნალისადმი მიმართვის საფუძველზე, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადებში, მანამ, სანამ მასალა გაიგზავნება ინდექსირების სისტემაში ასახვისათვის. ინდექსირების შემდეგ მსგავსი, მცირედი ხარვეზები არ კორექტირდება. მცირედ ხარვეზებში მოიაზრება სტილისტური, გრამატიკული, ფორმულირებისა ნაკლი, თუ სხვა მსგავსი შემთხვევები, რომლებიც, მთლიანობაში, ზეგავლენას არ ახდენს მასალის შინაარსსა, თუ კონკრეტული ნაწილის ინტერპრეტაციაზე.
ავტორის, რედაქტორის მიერ არსებითი ისეთი ცვლილებების მოთხოვნის შემთხვევაში, როგორებიც შეიძლება, იყოს, სათაური, გასაანალიზებელი მონაცემები, ავტორები/თანაავტორები და სხვა, ახალ ვერსიაში ნათლად აღინიშნება შეცვლილი ნაწილები, ხოლო სტატიის გვერდზე ნათლად მიეთითება, რომ მასალა განახლებულია, მიზეზების აღნიშვნით - „სარედაქციო შენიშვნა“. ცვლილებისას, შეძლებისდაგვარად, ნარჩუნდება გვერდების ნუმერაცია და მითითებების ინდექსაციის პირველადი სახე; შეუძლებლობის შემთხვევაში ვრცელი ცვლილება დაერთვის მასალას ბოლოს.
განსაკუთრებულ შემთხვევაში, კერძოდ, კვლევის, ან მისი ნაწილის შედეგების არა სარწმუნოობის, პლაგიატის დადგენის, სხვაგან პირველადი პუბლიკაციის აღმოჩენის, ეთიკის დარღვევის (გამოსაქვეყნებლად დაშვების პროცესში მნიშნველოვანი ხარვეზის ჩათვლით), ან სერიოზული სამართლებრივი დარღვევისას, შესაძლებელია მასალის პუბლიკაციის გამოხმობა (retraction). ამგვარი შედეგის უნდა დაეფუძნოს სარედაქციო კოლეგიის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. გამოხმობას თან უნდა ახლდეს საიტის შესაბამის გრაფაში საზოგადოების ადეკვატური, ცხადი ინფორმირება შედეგისა და მისი მიზეზის თაობაზე. (იხ. https://publicationethics.org/sites/default/files/retraction-guidelines-cope.pdf).