NewVision University Logo
Georgian Law Review Logo

გასაჩივრება

 

ნებისმიერ პირს აქვს უფლება ნაშრომის გამოქვეყნებამდე, ან შემდეგ, მიმართოს სარედაქციო კოლეგიას ინტერესთა კონფლიქტის, აკადემიური პატიოსნების შესაძლო დარღვევის, ან დარღვევის ფაქტის თაობაზე. სარედაქციო კოლეგია გონივრულ ვადაში განიხილავს ამგვარ მიმართვას. ავტორი უფლებამოსილია წარმოადგინოს თავის პოზიცია კოლეგიის წინაშე. კოლეგია იღებს გადაწყვეტილებას დარღვევის სიმძიმის პროპორციულად. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაეცნოს კოლეგიის შესაბამის დასაბუთებულ დასკვნას.

დადასტურებული დარღევის (გამოქვეყნებული ნაშრომის შემთხვევაში) თაობაზე ჟურნალის შემდგომ ნომერში (ელექტრონული გამოცემისას ჟურნალის შესაბამის ნომერის გვერდზე) უნდა იქნას განთავსებული სათანადო ინფორმაცია. 

მძიმე დარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელია, ამოქმედდეს ნაშრომის გამოხმობის მექანიზმი, რაც გულისხმობს ნომრიდან ნაშრომის გამოცემიდან ამოღებას. პროცესი წარმოებს დადგენილი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

 

გასაჩივრების ელექტრონული ფორმა