NewVision University Logo
Georgian Law Review Logo

რეფერირება


წარმოდგენილი ნამუშევარი წინასწარ
შემოწმებას გადის სარედაქციო საბჭოში და, პირველადი დადებითი შეფასების შემთხვევაში, ექვემდებარება რეფერირებას.

კვლევის ხარისხისა და ჟურნალის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ტექსტი გადის ბრმა რეფერირებას ერთ, ან მეტ შემფასებელთან, ნაშრომის კომპლექსურობისა და ინტერ-დისციპლინური ხასიათის გათვალისწინებით. შემფასებელს უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ნაშრომი სათანადო ქვედარგში ან დარგში. ამავდროულად, შემფასებლის შერჩევისას გამორიცხულ უნდა იქნას ინტერესთან კონფლიქტი. რეფერირებისას, ავტორისა და შემფასებლ(ებ)სთვის ერთმანეთის ვინაობა უცნობია. შემფასებელს გადაეცემა მასალა და ეძლევა ინსტრუქციები ტექსტის შესაფასებლად. გაითვალისწინება მისი მოსაზრება (არსებობის შემთხვევაში) თანა-შემფასებლის დანიშვნის აუცილებლობის თაობაზე. შემფასებელს ეძლევა განმარტება, რომ მას შესაძლოა, მოუწიოს ავტორის მიერ, სხვადასხვა ეტაპზე, შეტანილი შესწორებების გადამოწმება.

შემფასებელს ეკისრება ვალდებულება მისთვის გადაცემული მასალის კონფიდენციალურობის დაცვასა და საავტორო უფლებების პატივისცემაზე. ამასთან, შემფასებელს გააჩნია საავტორო უფლება მის მიერ შესრულებულ დოკუმენტზე, თუმცა შემფასებელი ვალდებულია დაიცვას ავტორის  ვინაობის კონფიდენციალურობა, როდესაც ეს მისთვის ცნობილი ხდება პუბლიკაციის შემდეგ, ჟურნალის თანხმობით, მესამე პირისთვის საკუთარი შეფასებების გაზიარებისას. ავტორი, თავის მხრივ, არაა უფლებამოსილი, მასალის გამოქვეყნებაზე უარის შემთხვევაში, შემფასებლის თანხმობის გარეშე, გაუზიაროს მესამე პირებს შეფასების დოკუმენტი.

შეფასება ხდება უსასყიდლოდ.

შემფასებელი ამოწმებს წარმოდგენილი ტექსტის შესაბამისობას შემდეგი კრიტერიუმებით:

  • ავტორთა სახელმძღვანელოში განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
  • თავსებადობას აკადემიურ სტილთან;
  • ფაქტობრივ მონაცემთა სარწმუნოება;
  • სტრუქტურის ლოგიკურ გამართულობა და არგუმენტების თანამიმდევრულობას;
  • შინაარსი - ავტორის წვდომის ხარისხს მასალის სიღრმეებში, წყაროთა ადეკვატურობა, მეთოდოლოგიის რელევანტურობა და სიახლის კომპონენტი დასკვნაში. 

შემფასებლის დასკვნაში რეზოლუციის სახით მიეთითებ:

  • ნაშრომი მიღებული გამოსაქვეყნებლად;
  • ნაშრომი მიღებულია გამოსაქვეყნებლად მცირედი ცვლილებების აუცილებლობით;
  • ნაშრომი მიღებულია გამოსაქვეყნებლად მნიშვნელოვანი გადამუშავების პირობით;
  • ნაშრომი უარყოფილია.

დადებითი შეფასების შემთხვევაში, შემფასებლ(ებ)ის შენიშვნები (მათი არსებობისას) ეგზავნება ავტორს ცვლილებების განსახორციელებლად, რედაქტორის მიერ განსაზღვრულ ვადაში. ცვლილებების მოთხოვნაზე არაადეკვატური რეაგირება ნაშრომის გამოქვეყნებაზე ურის თქმის საფუძველია.

ნაშრომის გამოქვეყნებაზე უარისას, ავტორის უბრუნდება ტექსტი და ჟურნალი ვალდებულია დაიცვას იმ მასალის, მონაცემთა კონფიდენციალობა, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომი გახდა, რეფერირების პროცესის წარმართვის მიზნებისათვის, ტექსტის გადაცემის გამო.

ავტორთან კავშირი წარმოებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.