NewVision University Logo
Georgian Law Review Logo

მიზანი

ჟურნალის მიზანია, სამართლის ყველა მიმართულებით, მუდმივად ცვალებად გარემო პირობებში, ფეხი აუწყოს სამართლის მეცნიერების განვითარებას, გამოვლინოს მნიშნელოვანი ტენდენციები, თავად იქცეს განვითარების საწყისად, საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანოს ნოვატორული იდეები, განსაკუთრებით, ინტერ-დისციპლინური კვლევების პუბლიკაციის გზით, მიზნები ეფუძნება უნივერსიტეტის ღირებულებებს, მისასა და ხედვას. ჟურნალი ხელს უწყობს ახალგაზრდა მკვლევარებს აკადემიურ სივრცეში ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმაში, მათ კოლაბორაციას გამოცდილ მეცნიერებთან და პროფესიულ წრეებთან, რაც, საბოლოო ჯამში, საზოგადოების განვითარებაში ღირებული წვლილის შეტანისკენაა მიმართული.

 


ფარგლები

ამჟამად, ჟურნალი აერთიანებს უნივერსიტეტის სახელით მომზადებულ როგორც საექსპერტო-კვლევით ნაშრომებს, ისე უნივერსიტეტის სადოქტორო/სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა კვლევით კომპონენტებსა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო ნაშრომებს სამართლის ყველა მიმართულებით, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების საკითხზე.

 


პერიოდულობა

ჟურნალი ქვეყნდება სულ მცირე წელიწადში ერთხელ. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ერთზე მეტი გამოცემის ან სპეციალური გამოცემის მომზადება სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილებით. რეფერირების, რედაქტირებისა და გამოცემის რთული პროცესის გათვალისწინებით, მიმდინარე (უახლესი) პერიოდული გამოცემის გამოქვეყნება შეიძლება, გასცდეს შესაბამის კალენდარული წლის პერიოდს, არ უნდა აჭარბებდეს მომდევნო კალენდარულ წელს.

 


წვდომა

ჟურნალი ღია წვდომისაა[1]. იგი დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი შეზღუდვების, წინასწარი რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის გარეშე, გაეცნოს მის ელექტრონულ ვერსიას, ჩამოტვირთოს მთლიანად, ან მისი ცალკეული ნაწილი, გააკეთოს ასლი და გაავრცელოს არაკომერციული მიზნით.

მასალაზე ღია წვდომის მიუხედავად, გამომყენებელმა უნდა დაიცვას სათანადო მითითებისა და ციტირების სტანდარტი,  როგორც ეს ჟურნალის მიერ დეკლარირებული საავტორო უფლებების უზრუნველყოფის სტანდარტშია მოცემული.