ამ ფორმის წარდგენით ვადასტურებ, რომ გავეცანი და ვეთანხმები ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობისთვის ღია კონკურსში ჩემი მონაწილეობის წესებსა და პირობებს.

1.  პერსონალური ინფორმაცია და კონფიდენციალურობა

ვაცნობიერებ, რომ ჩემს განაცხადში წარმოდგენილი პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კონკურსანტთა შერჩევის პროცესის მიზნებისთვის და შეიძლება გაუზიარდეს შესაბამისი საკონკურსო კომისიის წევრებს. თანახმა ვარ, ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე აკადემიურ თანამდებობაზე შერჩევის მიზნით.

2. თანხმობა გასაუბრებასა და შეფასებაზე

თანახმა ვარ მონაწილეობა მივიღო ინტერვიუებში, სწავლების მოდელირებასა და შეფასების სხვა აქტივობებში, როგორც შერჩევის პროცესის შემადგენელ ნაწილში. მესმის, რომ შეფასებები განხორციელდება სამართლიანად და უნივერსიტეტის აკადემიური სტანდარტების შესაბამისად.

3. საბოლოო გადაწყვეტილება 

ვიცი, რომ აკადემიურ თანამდებობაზე პირის დანიშვნასთან დაკავშირებით
საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია და აკადემიური საბჭო.

4. ინფორმაციის სიზუსტე

ვადასტურებ, რომ ჩემს მიერ განაცხადში წარმოდგენილი ინფორმაცია შეესაბამება სრულ სიმართლეს. ვაცნობიერებ, რომ მოწოდებულმა ნებისმიერმა ყალბმა ან შეცდომაში შემყვანმა ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჩემი კანდიდატურის ჩახსნა ან ნებისმიერი შემდგომი დანიშვნის გაუქმება.

5. მონაწილეობის გაუქმება 

ვიცი, რომ უფლება მაქვს საბოლოო შერჩევის მომენტამდე ნებისმიერ დროს უარი ვთქვა კონკურსში მონაწილეობაზე, იმ პირობით, რომ წერილობით ვაცნობებ ორგანიცაციას ამის შეასახებ. ასეთ დროს, წარდგენილი დოკუმენტაცია ამოღებული იქნება განხილვის პროცესიდან.